Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგი დაიწყო შესწავლილის გამეორებით.შევქმენით მოსწავლის  ბლოგი.  აგრეთვე მოვახდინეთ ტრენინგში მონაწილეთა ბლოგის დათვალიერება.  ვისწავლეთ დიზაინის  და ბლოგის სათაურის შეცვლა. მადლობა ქალბატონ  ქეთის საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგი დაიწყო გამეორებით.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და პორთფოლიოს პრეზენტაციაზე.შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო ზოგადი, თემატური და შინაასობრივი კითხვები. გავეცანით შეფასების გეგმას და მოვარგეთ ჩვენ პროექტს. ტრენინგი იყო საინტერესო და სახალისო.მადლობა ქალბატონ ქეთის.

Saturday, March 23, 2019

ტრენინგის მესამე დღე


ტრენინგი დაიწყო შესწავლილის გამეორებით. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.დავადგინეთ საგნის შესაბამისი სტანდარტი, განვსაზღვრეთ მიზნები და მისაღწევი შედეგები.მოვახდინეთ ბლოგის დათვალიერება.განვიხილეთ მიმართულების  მიმცემი ზოგადი, თემატური და შინააესობრივი  საკვანძო კითხვები. ტრენინგი იყო დატვირთული,მაგრამ სახალისო და საინტერესო.

Friday, March 22, 2019

ტრენინგის მეორე დღე


 ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. რომელიც ხელს შეგვიწყობს უფრო გააზრებულად შევძლოთ მასალის ათვისება.განვიხილეთ ბუკლეტების სახეები, რა როლი უკავია მათ პროექტებში და მოვახდინეთ მათი დამზადება. უღმესი მადლობა ტრენერს ასეთი ენერგიული და საინტერესო მუშაობისთვის.

Saturday, March 16, 2019

ტრენინგის პირველი დღე

ინტელის პირველი დღე იყო საინტერესო.ტრენინგი დაიწყო გაცნობით.გავეცანით აგრეთვე როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში . დავათვალიერეთ სხვა  მასწავლებლების პორთფოლიები.გავეცანით 21 -ე საუკუნის უნარ - ჩვევებს,როგორიცაა კრიტიკული აზროვნება,პრობლემის გადაჭრა, საღი მსჯელობა და აღქმა.შევქმენით ბლოგი.